„ელ +“ 2005 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე სახანძრო და საინჟინრო სისტემების მიმართულებით. 21 წლის განმავლობაში, კომპანიამ ჩამოაყალიბა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ცოდნასა და ტექნოლოგიურ რესურსს ინოვაციებად გარდაქმნის.
„ელ+“ -ის საქმიანობა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის ობიექტის აღჭურვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად:
საინჟინრო სერვისების პარალელურად, „ელ+“-ის სტრატეგიულ უპირატესობას წარმოადგენს საკუთარი მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს და აღჭურვილია უახლესი ინდუსტრიული დანადგარებით.
დღეისათვის, კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც აწარმოებს საერთაშორისო, CE მარკირების მქონე ცეცხლმედეგ კარებსა და ცეცხლმაქრებს. ეს სტატუსი ადასტურებს, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვით მკაცრ რეგულაციებს. ადგილობრივი წარმოება კომპანიას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, პარტნიორებს მიაწოდოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ოპტიმალურ ვადებში, მოქნილი პირობებითა და სრული შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერით.
„ელ +“-ის საქმიანობის მთავარი პრინციპია შესრულებული სამუშაოს საიმედოობა, ვინაიდან საინჟინრო და სახანძრო სისტემების გამართულობა პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხოებასთან. თითოეულ პროექტზე მუშაობისას კომპანია მკაცრად იცავს როგორც ადგილობრივ სამშენებლო რეგლამენტებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
„ელ+“-ს წარმატებით აქვს შესრულებული 1000-ზე მეტი მსხვილი პროექტი, მათ შორის: საავადმყოფოები, სკოლები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა მრავალფუნქციური ობიექტები. 21 წლიანი რეპუტაცია და პარტნიორთა ნდობა კომპანიის განვითარების მთავარი ინდიკატორია.
Developed By Web Features © 2024 All Rights Reserved

