შავი ფოლადისა და მოთუთიებული (გალვანიზირებული) მილები არის ორი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მილის ტიპი, რომელიც ხანძარქრობის სისტემისთვის გამოიყენება.
რა განსხვავებაა შავი ფოლადის მილსა და მოთუთიებული ფოლადის მილს შორის? – ამ საკითხს დავუბრუნდებით, იქამდე თითოეული მათგანის მახასიათებლები და გამოყენების პირობები ცალ-ცალკე განვიხილოთ.
შავი ფოლადის მილი
ხანძარქრობის სისტემისთვის ფართოდ გავრცელებულია შავი ფოლადის მილის გამოყენება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ამერიკულ NFPA სახანძრო სტანდარტზეა დაფუძნებული, ხანძარქრობის სისტემისთვის ნებადართულია როგორც ნაკერიანი, ისე უნაკერო მილების გამოყენება, თუმცა ორივე შემთხვევაში, მილი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით დადგენილ სახანძრო ნორმას: ASTM A53 (აშშ), ხოლო EN10-255 (ევროპული სტანდარტი).
შეუსაბამო სტანდარტის მილის გამოყენებისას არსებობს დაზიანების და წყლის გაჟონვის რისკი, ხოლო ხანძრის შემთხვევაში, არასახანძრო სტანდარტის ფოლადი მარტივად კარგავს საკუთარ სტრუქტურულ ძალას, დეფორმირდება. ჩნდება რისკი, რომ ხანძარქრობის სისტემა მწყობრიდან მარტივად გამოვიდეს და კრიტიკულ მომენტში ვერ შეძლოს ხანძარქრობის პროცესი.
შავი ფოლადის მილის წყალთან კონტაქტში ყოფნისას არსებობს კოროზიის მაღალი რისკი, რაც ამცირებს მილის სიცოცხლისუნარიანობას. აუცილებელია, შავი ფოლადის მილი დამუშავდეს ანტიკოროზიული საღებავით.
გალვანიზირებული მილი
სახანძრო მილგაყვანილობისთვის საუკეთესო და ოპტიმალურია მოთუთიებული ფოლადის მილების გამოყენება. ცხელი წესით ორმხრივად (შიგნიდან და გარედან) მოთუთიებული მილების გამოყენება მეტად ეფექტურია ხანძარქრობის სისტემისთვის შემდეგი მიზეზების გამო:
- კოროზიისასდმიმედეგობა
- მისაღები ფასი
- მაღალი სიცოცხლისუნარიანობა (სერვისის პირობებში 20-30 წლით უფრო ხანგრძლივი, ვიდრე შავი ფოლადი)
- ეფექტური ვიზუალი (მბზინავი ვერცხლისფერი)
- არ საჭიროებს ანტიკოროზიული საღებავით დამუშავებას
თუთიის საფარი უზრუნველყოფს კოროზიისგან დაცვის დამატებით ფენას, რაც ახანგრძლივებს ფოლადის მილის ‘სიცოცხლისუნარიანობას’.
თუთიის საფარი არამხოლოდ უზრუნველყოფს გამძლეობას, არამედ სძენს მილს ესთეტიკურად სასიამოვნო, ვერცხლისფერ–ნაცრისფერ შეფერილობას, რაც მას შესაფერისს ხდის როგორც ფუნქციური, ასევე დეკორატიული მიზნებისთვის.

ძირითადი განსხვავება
ზოგადად რომ ვთქვათ, შავი ფოლადის მილის ღირებულება მცირედით დაბალია, ვიდრე გალვანიზირებული მილისა, თუმცა გალვანიზებული ფოლადი არ საჭიროებს შეღებვას. ამ ხარჯის ამოღება კი აბალანსებს შავი ფოლადისა და გალვანიზებული ფოლადის ფასთაშორის სხვაობას. ეს გამოწვეულია გალვანური მილის თუთიის საფარით და მისი წარმოების პროცესით.
ხელმისაწვდომობა
ორივე ტიპის მილის შეძენა ელპლუსშია შესაძლებელი – კომპანია 2005 წელს დაარსდა და 20 წელზე მეტია ბაზარს უწყვეტად ემსახურება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება კომპანიის მთავარი ნიშაა. ელპლუსი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის წარმოება დაიწყო და განავითარა. კომპანიას, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.
დასკვნა
ახლა, როდესაც გვაქვს ცოდნა შავი ფოლადის მილებსა და გალვანიზირებულ მილებს შორის სხვაობის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოითხოვს პროექტი. რა გვჭირდება – მონტაჟის სიმარტივე, საღებავის გამოყენების აუცილებლობა, ვიზუალი, გამძლეობა თუ კოროზიისადმი მედეგობა – მთავარია განსხვავებები ავწონ–დავწონოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.