კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება: სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების მოკლე ისტორია

ადრეულ ადამიანებს ცეცხლის დაუფლებამ სრულიად ახალი სამყაროს კარი გაუღო, მაგრამ მნიშვნელოვანი საფრთხე გაუჩინა მის სიცოცხლესა და ქონებას. დრო კარგი მასწავლებელი აღმოჩნა და ადამიანები სულ უფრო და უფრო ხედავდნენ საჭიროებას შეექმნათ ცეცხლთან ბრძოლის ეფექტური საშუალება.
პირველი ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა ძველ რომში შეიქმნა დამანგრეველი ხანძრის შემდეგ, რომელმაც თითქმის ნახევარი ქალაქი გაანადგურა. რომის რესპუბლიკის დროს სხვადასხვა ადგილზე განაწილებული ადამიანები აკვირდებოდნენ ქალაქს სახანძრო უსაფრთხოების მიზნით. მათი მოვალეობა ხანძრის აღმოჩენა და შესაბამისი ზომების მიღება იყო. მე-17 საუკუნეში ნიუ იორკში მეხანძრეები ზარების, სასტვენების და სამრეკლოების საშუალებით გადასცემდნენ ინფორმაციას მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

სახანძრო რაზმი ჩამოყალიბებამდე კი, თბილისში ხანძრის ჩაქრობას ყარაჩოხელთა ამქარი ცდილობდა.  თუ შენიშნავდნენ, რომ რომელიმე სახლს ცეცხლი ეკიდა, მაშინვე ცხენებს შემოახტებოდნენ და საშველად გარბოდნენ. წყალგაყვანილობის სისტემა მაშინ დედაქალაქში არ იყო და წყალი ცეცხლის კერამდე სხვადასხვა ჭურჭელით მიჰქონდათ. მაშინდელი თბილისის მოსახლეობამ, ყარაჩოხელებს “ხანძარჩი” შეარქვა, რაც თურქულად ხანძრის ჩამქრობს ნიშნავს.

სახანძრო სასიგნალო სისტემებთან ერთად სახანძრო უსაფრთხოების  განუყოფელი ნაწილია კვამლის დეტექტორები, რომელიც მეოცე საუკუნეში შვეიცარიელმა ფიზიკოსმა, უოლტერ იეგერმა გამოიგონა. მოწყობილების შექმნის მოტივი თავდაპირველად სულ სხვა იყო,  ის ამზადებდა მექანიზმს, რომელუც ჰაერში მომწამვლელ გაზის არსებობას დაადგენდა. თუმცა, როგორც კი სიგარეტს მოუკიდა, მიხვდა რომ ადგილი სულ სხვა გამოგონებასთან ქონდა და მოწყობილება კვამლზე აქტიურდებოდა. მოწყობილობა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, რადგანაც მისი დამზადება ძვირი ღირდა, თუმცა მალევე დაამზადეს ბიუჯეტური მოდელები და პოპულარობაც მალევე მოიპოვა.


შეერთებულ შტატები 80-იან წლებში გამოვიდა ინიციატივით, რომ შენობებში კვამლის დეტექტორების დაყენება საკანონმდებლო ვალდებულება გამხდარიყო.  სულ მალე  შენობების 92 %-ი  ამერიკაში აღჭურვილი იყო ხანძრის დეტექტორებით. დღესდღეობით ამერიკაში რთულად იპოვით სახლს კვამლის დეტექტორის გარეშე.

დღეს სახანძრო სიგნალიზაციისა და საზოგადოების გამაფრთხილებელი სისტემები საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი მექანიზმია. კანონში ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’ დადგენილია უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალურ საფუძვლები. სწორედ ამიტომ ნებისმიერი მშენებლობის დაგეგმვისას ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია, შენობა კანონთან თანხვედრაში მოიყვანოს. 

თუ გაქვთ მიმდინარე სამშენებლო ობიექტი, ელპლუსის გუნდი გთავაზობთ, სახანძრო სიგნალიზაციისა და საზოგადოების გამაფრთხილებელი სისტემების მიმართულებით სრულ მომსახურეობას.

Prev post