MEP ნიშნავს მექანიკურ, ელექტრო და სანტექნიკის ინჟინერიას. ეს სამი ტექნიკური სფერო მოიცავს სისტემებს, რომლებიც შენობებს ადამიანებისთვის საცხოვრებლად, ან სამუშაოდ ქომფორტულად აქცევს. სწორად დაპროექტებული სახანძრო და არასახანძრო საინჟინრო სისტემები უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის დაცულობას, ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და ინსტალაციების ოპტიმიზაციას, რაც თავის მხრივ ამცირებს ხარჯებს.
MEP ინჟინერია ადრე უფრო დიზაინის ნაწილი იყო, ერთგვარი სახელმძღვანელო, ვიდრე სისტემა, რომელიც მექანიკურ, ელექტო და სანტექნიკის საინჟინრო სამუშაოებს გონივრულად გეგმავდა. ნახაზებიც თავდაპირველად ხელით იქმნებოდა და შეცდომებიც გარდაუვალი იყო. მე -20 საუკუნის შუა რიცხვებში დაინერგა CAD ტექნოლოგია, რომელმაც ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. უკვე პროგრამით ინჟინრებს შეეძლოთ დიზაინის შექმნა, რედაქტირება და გონივრული დაგეგმარება ელექტრონულად, მინიმალური დროში და ნაკლები შეცდომებით.
ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად უსაფრთხოების გამოწვევები და ადამიანების მოთხოვნები გაიზარდა, შესაბამისად MEP ინტჟინერიის ფუნქციები და პერსპექტივები დროში ტრანსფორმირდა. პროგრამის დახმარებით გაიზარდა MEP ინჟინერიის სიზუსტე და ეფექტურობა, რამაც შესაძლებელი გახადა გონივრული დაგეგმარება, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რაც შენობის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო. მიუხედევად იმისა, რომ ზოგადი პრინციპი უცვლელი დარჩა, MEP ინჟინერია წარსულში, აწმყოში და მომავალში სხვადასხვა გამოწვევებს პასუხობდა, პასუხობს და უპასუხებს.
MEP ინჟინერია, როგორც პროცესი
MEP ინჟინერია იწყება საპროექტო დოკუმენტის მომზადებით, რომელიც აერთიანებს არამარტო ნახაზებს და იმ სტანდარტებს, რასთანაც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს პროექტი, არამედ ბიუჯეტს, განფასებებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. თავდაპირველად დამკვეთი გაძლევს ტექნიკურ დავალებას, რომელიც შედგება არქიტექტურული ნახაზების სრული პაკეტისგან: გეგმა, ჭრილები, ფასადები, მასალათა სპეციფიკა და 41-ე ექსპერტიზა, რაც ტექნოლოგიური ნახაზებისგან, განათებისა და ინტერიერის დიზაინისგან შედგება.
MEP ინჟინერია – როგორ ვმართოთ ბიუჯეტი გონივრულად
MEP-ის ინსტალაციები სამშენებლო ხარჯების 30%-ზე მეტ წარმოადგენს. თუმცა არსებობს გზა ღირებულების შესამცირებლად, ისე რომ ამან გავლენა არ მოახდინოს შესრულების ხარისხზე. გონივრულად შერჩეული დიზაინით ხარჯების შემცირება და პროექტის ზოგიერთი ასპექტის ერთდროულად გაუმჯობესებაა შესაძლებელი. უფრო მეტიც, ენერგიისა და წყლის მოხმარება დიდწილად განისაზღვრება MEP დიზაინით , სწორი დაგეგმარების პირობებში, ყოველწლიურად ათასობით ლარის დაზოგვაა შესაძლებელი კომუნალური გადასახადებიდან.
კარგად შერჩეულმა ტექნოლოგიამ შეიძლება გაამარტივოს კოორდინაცია მხარეებს შორის. MEP-ის ინსტალაციას ბევრი კომპონენტი აქვს, ყველა ამ სისტემის ეფექტური განლაგება რთულია. თუმცა, როდესაც დიზაინი გადაყვანილია 3D-ში, MEP სისტემების განლაგება შეიძლება უფრო მარტივად იყოს ოპტიმიზირებული.
ქვაბები, ჩილერები და სხვა ტიპის დიდი HVAC აღჭურვილობა წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებულ MEP კომპონენტებს სამშენებლო პროცესში. თუმცა, როდესაც შენობას აქვს ეფექტური თერმული კონვერტი, ის უფრო ეფექტურად ინახავს შიდა სითბოს ზამთარში, ხოლო ზაფხულში ბლოკავს გარე სითბოს. ასეთ დროს, შენობას შეუძლია შეინარჩუნოს კომფორტული ტემპერატურა ნაკლები გათბობითა და გაგრილებით. შედეგად, HVAC აღჭურვილობა შეიძლება იყოს უფრო მცირე ზომის, რაც ამცირებს ხარჯებს.
ასე რომ MEP პროექტირებისას არასწორად შერჩეულმა პასუსხისმგებელმა პირმა შესაძლებელია გაგიძვიროთ პროექტი და შეაფერხოს დროული ჩაბარება, სწორედ ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ კონტრაქტორი კომპანიის შერჩევისას.