გათბობა, გაგრილება და ვენტილაციის სისტემების ევოლუცია

ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. კომფორტიც სიმარტივეშია და კაცობრიობის ისტორიაში სახანძრო ვენტილაციის წინამორბედიც დღემდე საიმედო საფუძვლად რჩება.
სახანძრო ვენტილაციის სისტემების წარმოშობის ისტორია დასაბამს XIX საუკუნიდან იწყებს. ელექტროენერგიის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე, 1840-იან წლებში, ფლორიდის ექიმი და გამომგონებელი ჯონ გორი ფიქრობდა, რომ გაგრილების სისტემას დაავადებების პრევენცია და ადამიანისთვის კომფორტული გარემოს შექმნა შეეძლო. სწორედ ამ მიზნით მან შექმნა გაგრილების სისტემა, რომელიც ყინულის უზარმაზარი ბლოკებისგან შედგებოდა, რომლის ტრანსპორტირებაც ჩრდილოეთით გაყინული ტბებიდან და ნაკადულებიდან უნდა მომხდარიყო. ლოგისტიკა არაგონივრული იყო, ამიტომ მან ყინულის დასამზადებელი მანქანა გამოიგონა. 1851 წელს მან შექმნა პირველი მანქანა, რომელიც ყინულს ამზადებდა, თუმცა შეზღუდული ფინანსების გამო, მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა ვერ მოახერხა. თუმცა გამოგონება თანამედროვე გაგრილების სისტემის წინამორბედათ მიიჩნევა.

ინჟინერ უილის კარიერს, რომელიც მუშაობდა Buffalo (NY) Forge Company-ში, დაევალა გადაეჭრა ტენიანობის პრობლემა ბრუკლინის გამომცემლობაში, რადგანაც გაზეთის გვერდები ბეჭვდის შემდეგ დეფორმაციას ღებულობდა. სპეციალური გამაგრილებელი მილის მეშვეობით, რომელსაც ხვეულას ფორმა ჰქონდა მას ჰაერი შემოჰქონდა შენობაში, ჰაერში კი წყლის გაცხელება გაგრილებით ატენიანებდა. უილისი მალევე მიხვდა, რომ მოწყობილობა სხვა სახის ბიზნესსაც დააინტერესებდა. ამიტომ მან დატოვა Buffalo Forge და ექვს სხვა ინჟინერთან ერთად ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია – Carrier Engineering Corporation.
1922 წელს Carrier Engineering Corporation-მა დააინსტალირა პირველი გაგრილების სისტემა ლოს-ანჯელესში თეატრებში. ჰაერი იტუმბოდა უფრო მაღალი ვენტილატორებით, რის შედეგადაც უფრო თანაბრად ნაწილდებოდა გაგრილება. 1925 წელს, ნიუ-იორკის Rivoli Theatre-ში დამონტაჟებული ცენტრიდანული გაგრილების სისტემა იყო გარღვევა HVAC-ის გამოგონებებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უფრო საიმედო და ნაკლებად ძვირი, ვიდრე წინა სისტემები, ის მაინც ძალიან დიდი და ძვირი იყო ფართო მასშტაბის გამოსაყენებლად.

1947 წლიდან AC ერთეულები უფრო კომპაქტური და იაფი გახდა. 1960-იანი წლებისთვის შეერთებულ შტატებში ახალი სახლების უმეტესობა აშენდა ცენტრალური კონდიციონერით.
ჩვენ ვიცით, რომ გაგრილება-გათბობის სისტემები გვეხმარება კომფორტის შენარჩუნებაში, მაგრამ ასევე ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ხანძრის შემთხვევაში ქონების დაზიანების საფრთხეს მინიმუმამდე ამცირებს.

ხანძრის გაჩენა საშიშია არა მარტო ღია ცეცხლის, არამედ იმის გამოც, რომ შენობაში გროვდება დიდი რაოდენობით კვამლი, რაც ართულებს სუნთქვას, აძნელებს სივრცეში ორიენტაციას, იწვევს პანიკას. ამ მიზნით აუცილებელია, შენობას ჰქონდეს შესაბამისი სახანძრო ვენტილაციისა და კვამლგამწოვი სისტემა.
დღესდღეობით ვენტილაციის სისტემები ხანძრის შემთხვევაში კვამლის მოძრაობის გაკონტროლების საშუალებას იძლება. კვამლის ნაკადის მართვით, ეს სისტემები ხელს უწყობენ ხილვადობის გაუმჯობესებას და უსაფრთხო ევაკუაციის მარშუტებს ადამიანებისთვის.

სავენტილაციო სისტემებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შენობის შიდა სივრცეში ხარისხიანი მიკროკლიმატის შესაქმნელად. ვენტილაციის სისტემებს ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ ხანძრის დროს სითბოს დაგროვების კონტროლს. ცხელი ჰაერისა და აირების გარეთ გატანით, ეს სისტემები ხელს უწყობენ ხანძრის გავრცელების შეზღუდვას და სტრუქტურული დაზიანების რისკის შემცირებას.
გარდა ამისა, სახანძრო ვენტილაციის სისტემებს შეუძლიათ მეხანძრეები უზრუნველყონ კონტროლირებადი ჰაერის მიწოდებით შენობაში. ეს მათ ეხმარებათ ნავიგაციაში კვამლით სავსე ადგილებში.

დღევანდელ მსოფლიოში ეფექტური ვენტილაცია ჰაერის გაცვლის ოპტიმალური ეფექტურობით, კარგად დაპროექტებული ჰაერის არხებით და ჰაერის ნაკადის კონტროლირებადი მიმართულებით არ არის უბრალოდ სასიამოვნო – ის აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისათვის.

წინა post
Next post