ჩვენ შესახებ

კომპანია ელპლუსი 2005 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში მან უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელა სხვადასხვა სექტორის მიმართულებით:

  • დეველოპმენტი
  • საწარმო
  • ჰოსფითალითი
  • ენერგეტიკა
  • ჯანდაცვა
  • სახელმწიფო
  • საბანკო

ელპლუსი წარმოადგენს მაღალკავლიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე და ახალ თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს. ელპლუსი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც:

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით 500 ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული
  • ცნობილი ევროპული ბრენდების, INIM-ის, TOA-ს, BRISTOL-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ავტორიზებული წარმომადგენელია საქართველოში
  • იტალიურიდან ქართულ ენაზე ადაპტირებული აქვს სახანძრო უსაფრთხოების მართვის პანელი
  • პარტნიორი კომპანიების მეტი კომფორტისთვის შემუშავებული აქვს მომსახურების სრული პაკეტი
  • სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით წარმატებით განავითარა ადგილობრივი წარმოება

ელპლუსი მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს.

ელპლუსის საწარმოში სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის გარდა ლითონის პროდუქციის ფართო სპექტრი იწარმოება.

ელპლუსი, "საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის" (სსპა) წევრი კომპანიაა.

მინიჭებული აქვს ISO9001:2015 სერტიფიკატი.

პარტნიორები