ხანძრის დეტექცია და ქრობა

სახანძრო სიგნალიზაციის მიზანია მომხმარებლის, შენობის მენეჯერის ან სახანძრო ბრიგადის ინფორმირება პოტენციური ან რეალური ხანძრის საფრთხის შესახებ. ჩვენი კომპანია ახორციელებს სახანძრო სიგნალიზაციის პროექტირებას და მონტაჟს. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და  შენობის დანიშნულების და აგებულების გათვალისწინებით , ჩვენ ვარჩევთ სახანძრო სიგნალიზაციის ტიპს (ჩვეულებრივი / სამისამართო) და საჭირო კომპონენტებს: სამართავ პანელებს, ოპტიკური, ტემპერატურული და გაზის გაჟონვის  დეტექტორებს, სახანძრო სიგნალის ზარის წერტილებს და  სხვა.

ჩვენ ვამონტაჟებთ სახანძრო სფეროში კარგად გამოცდილ და სანდო მწარმოებლების პროდუქციას, როგორიცაა: INIM , APOLLO, SECURITON, BRISTOL, VALTEK და ა.შ.  ჩვენ ვახორციელებთ სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები ს ინტეგრაციას შენობის მენეჯმენტის სისტემებში,  მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით, ვთავაზობთ ვიზუალიზაციის სისტემების მშენებლობას, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ხანძრის დეტექცია და შესაბამისი ქრობა.

კომპანია "ელ+" გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების  - ხანძრის დეტექციისა და სხვადასხვა ტიპის ხანძარქრობის სისტემების მონტაჟს:

  • სახანძრო სიგნალიზაცია;
  • წყლით ქრობა ( სპრინკლერული) ;
  • კაპილარული ქრობა;
  • გაზით ქრობა;
  • სასერვერო ოთახებისა და დატა ბაზების ქრობა;
  • სამზარეულოს ქრობა;