სახანძრო სიგნალიზაცია

03 01 2019

სახანძრო დეტექტორების დაყენება აუცილებელია ყველა ადმინისტრაციულ და სოციალურ ობიექტზე ხანძრის კერების დროულად აღმოსაჩენად. მონტაჟის ტიპის მიხედვით კი: სადენიანი და უსადენო. მოქმედების ტიპის მიხედვით: ავტონომიური და სიგნალიზაციის პულტზე მიერთებული, მისამართული (კონკრეტულად რომელი დეტექტორი ამოქმედდა) და არამისამართული.

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებში გამოიყენება რამდენიმე სახის დეტექტორი:

  • ბოლის დეტექტორი (ბოლის აღმომჩენი) – ოპტიკური და იონიზაციური;
  • ტემპერატურული დეტექტორი  (რეაგირებს ტემპერატურის მკვეთრ მომატებაზე) მაქსიმალური, დიფერენციული და მაქსიმალურ-დიფერენციული;
  • ცეცხლის ალის დეტექტორი (ღია ცეცხლის აღმომჩენი) 4 კლასის;
  • 1 კლასის რეაგირებს ალის კერიდან  25 მ და მეტი მანძილიდან;
  • მე-4-ე კლასის რეაგირებს 8 მ დან;
  • გაზის დეტექტორი -(რეაგირებენ ჰაერში აალებადი გაზის ზღვრულ კონცენტრაციაზე);
  • კომბინირებული დეტექტორი;
  • სახანძრო ღილაკი, რომელიც მოქმედებაში მოდის ადამიანის მიერ ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბოლის დეტექტორის მოქმედებაში მოსაყვანად საკმარისია ოპტიკურ კამერაში ბოლის მცირეოდენი ნაწილაკის მოხვედრა, რის შედეგად სხივი იცვლის მიმართულებას და დეტექტორი აქტიურდება. გამოიყენება ბინებში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში (სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები, სავაჭრო ცენტრები). გამოირჩევა მაღალი საიმედოობით და მგრძნობელობით, რეაგირებს მომენტალურად, მინიმალურია ცრუ განგაშების შემთხვევები.

სად რა ტიპის დეტექტორია რეკომენდირებული

  • ბინებში როგორც წესი, გამოიყენება ოპტიკური დეტექტორები;
  • დიდი მოცულობის შენობებში მისამართული დეტექტორები;
  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე (არქივები, მუზეუმები, ხომალდები და ა.შ) ოპტიკური ასპირაციული სახანძრო დეტექტორები, რომლებიც წამებში აფიქსირებენ ხანძრის კერას;