როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს?

23 01 2019

თუ ღამე შე­ნიშ­ნეთ ხან­ძა­რი და არ გაქვთ სა­ხან­ძრო სიგ­ნა­ლი­ზა­ცია, მი­ირ­ბი­ნეთ ფან­ჯა­რას­თან ან გა­ი­ქე­ცით სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ძა­ხი­ლით "ხან­ძა­რია"!

  • გა­აღ­ვი­ძეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი
  • და­რე­კეთ 112-ზე და მი­ა­წო­დეთ მკა­ფიო ინ­ფორ­მა­ცია ხან­ძრის ზუსტ ად­გილ­ზე: მი­სა­მარ­თი, სარ­თუ­ლი და ბი­ნის ნო­მე­რი
  • თუ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა თქვე­ნი ბი­ნის მხო­ლოდ ერთ ოთახ­ში და­ხუ­რეთ კარი და გა­მორ­თეთ შუქი. გა­მო­ი­ძა­ხეთ სა­ხან­ძრო დახ­მა­რე­ბა და მო­ახ­დი­ნეთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცია. მცი­რე ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, სცა­დეთ მისი თა­ვად­ვე ჩაქ­რო­ბა.
  • ძლი­ე­რი ხან­ძრის დროს, და­ტო­ვეთ ბინა და და­კე­ტეთ ყვე­ლა ფან­ჯა­რა და კა­რე­ბი, რად­გან ბი­ნა­ში სუფ­თა ჰა­ე­რის ნა­კა­დის შეს­ვლა ხელს შე­უ­წყობს ცე­ცხლის სწრაფ გავ­რცე­ლე­ბას.
  • ევა­კუ­ა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი შეგ­როვ­დეს ერთ ოთახ­ში და მხო­ლოდ ყვე­ლას შეგ­რო­ვე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვეთ ბინა

     

გახ­სოვ­დეთ! არ გა­მო­ი­ყე­ნოთ წყა­ლი აა­ლე­ბუ­ლი ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბის და ელექტრო­ხელ­სა­წყო­ე­ბის ჩა­საქ­რო­ბად, რად­გან აღ­ნიშ­ნულ­მა ქმე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დე­ნით და­ზი­ა­ნე­ბა. ბენ­ზი­ნის და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ჩა­საქ­რო­ბად, რად­გან ისი­ნი ექ­ცე­ვი­ან წყლის ზე­და­პირ­ზე და ამი­ტომ აღ­ნიშ­ნულ­მა მცდე­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბა

 

  • მზად იყა­ვით ცე­ცხლის­გან და კვამ­ლის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, თუ არის დრო, ჩა­იც­ვით სქე­ლი ქურ­თუ­კი და სქელ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი; პირ­ზე და ცხვირ­ზე აი­ფა­რეთ სვე­ლი ნა­ჭე­რი ან პირ­სა­ხო­ცი
  • ხან­ძრის დროს არას­დროს ისარ­გებ­ლოთ ლიფ­ტით, რად­გან კვამ­ლი ად­ვი­ლად აღ­წევს ლიფ­ტის შახ­ტა­ში და კა­ბი­ნა­ში, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ლიფ­ტში მყო­ფე­ბის გა­გუდ­ვა
  • თუ ცე­ცხლი უშუ­ა­ლოდ თქვენ არ გე­მუქ­რე­ბათ (ხან­ძა­რი თქვენს ბი­ნა­ში არ არის), მა­შინ თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოა თქვენ­სა­ვე ბი­ნა­ში დარ­ჩე­ნა. კვამ­ლის შეღ­წე­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და­კე­ტეთ კა­რე­ბე­ბი, ფან­ჯრე­ბი და ნაპ­რა­ლე­ბი ამო­ქო­ლეთ სვე­ლი პირ­სა­ხო­ცით.

 

  • თუ გა­რეთ კვამ­ლი არ დგას – გა­დით აი­ვან­ზე, გა­მო­ი­კე­ტეთ კარი და და­ე­ლო­დეთ დახ­მა­რე­ბას